---
title: "მუხლი 31¹. განაცხადის გამოქვეყნება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/31-1"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "31^1"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31¹. განაცხადის გამოქვეყნება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 31¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/31-1

1. საქპატენტი აქვეყნებს განაცხადს:
ა) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლისთანავე;
ბ) პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე.

2. განაცხადი ქვეყნდება ამ კანონის მე-40 მუხლით გათვალისწინებული პატენტის გამოქვეყნებისას, თუ პატენტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება პრიორიტეტის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე მიიღება.

3. განაცხადი არ ქვეყნდება, თუ მასზე საქმის წარმოება შეწყდა.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქპატენტს განაცხადის შესახებ მონაცემები შეაქვს სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომ − რეესტრი), განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში, ხოლო საგანაცხადო მასალებს აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
თავი VI. საპატენტო ექსპერტიზა და პატენტის გაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/32.md
