---
title: "მუხლი 34. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/34"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "34"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 34 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/34

1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით იწყებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა და საგანაცხადო მასალების გაფორმების სისწორე.

2. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/35.md
