---
title: "მუხლი 35¹. პატენტის გაცემის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/35-1"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "35^1"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35¹. პატენტის გაცემის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 35¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/35-1

1. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ექსპერტიზის ჩამტარებელი უფლებამოსილია ინსტრუქციით დადგენილი წესით მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანა ან განმარტების წარდგენა.

2. საქპატენტი იღებს დასაბუთებულ უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე, თუ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანის მიუხედავად, განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით არ შეიტანს განაცხადში ცვლილებას ან შესწორებას ან არ წარადგენს განმარტებას.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/36.md
