---
title: "მუხლი 35. არსობრივი ექსპერტიზა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/35"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "35"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. არსობრივი ექსპერტიზა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 35 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/35

1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შემდეგ საქპატენტი ინსტრუქციით დადგენილი წესით ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება:
ა) ეხება თუ არა განაცხადი ამ კანონის მე-16 ან მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ობიექტს;
ბ) აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) აკმაყოფილებს თუ არა გამოგონება ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

1¹. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .

1². (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .

1³. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმების − სიახლისა და საგამომგონებლო დონის შესაფასებლად ინსტრუქციით დადგენილი წესით ტარდება ძიება.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემოწმების შემდეგ საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის ძიების ანგარიშსა და ექსპერტიზის დასკვნას.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/35-1.md
