---
title: "მუხლი 36¹. პატენტის გაცემის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/36-1"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "36^1"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36¹. პატენტის გაცემის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 36¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/36-1

1. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს დასაბუთებულ დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე.

2. პატენტის გაცემამდე საქპატენტი გამოგონების აღწერილობას, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებს (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) შესათანხმებლად განმცხადებელს უგზავნის.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელი 2 თვის ვადაში წერილობით გამოხატავს თანხმობას ან აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიციას არ წარმოადგენს, საქპატენტი პატენტს გასცემს განმცხადებლისთვის გაგზავნილი გამოგონების აღწერილობის, გამოგონების ფორმუ­ლისა და ნახაზების (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერი­ლობაში) საფუძველზე.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელი 2 თვის ვადაში მოითხოვს გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) დამატების ან/და ცვლილების შეტანას, საქპატენტი განიხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მისი გათვალისწინების შესახებ.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/37.md
