---
title: "მუხლი 40¹. გაცემულ პატენტში ცვლილებების შეტანა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-1"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "40^1"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40¹. გაცემულ პატენტში ცვლილებების შეტანა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 40¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-1

1. პატენტის მფლობელის მოთხოვნით დასაშვებია გაცემული პატენტის გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ეს ნახაზები მითითებულია გამოგონების აღწერი­ლობაში) ცვლილების შეტანა მექანიკური შეცდომის გასასწორებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და აშკარაა, რომ არ შეიძლებოდა სხვა რამ ყოფილიყო ნაგულისხმები. აღნიშნულმა ცვლილებამ არ უნდა გააფართოოს დაცვის ფარგლები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-2.md
