---
title: "მუხლი 40³. საქპატენტის გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-3"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "40^3"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40³. საქპატენტის გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 40³ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-3

1. განმცხადებელს უფ ლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილებები ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში.

2. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .

3. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .

4. სააპელაციო პალატაში საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.

5. სააპელაციო პალატა იხილავს საჩივარს და გამოაქვს გადაწყვეტილება მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.

6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში .
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-4.md
