---
title: "მუხლი 40⁴. ინტერესთა კონფლიქტი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-4"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "40^4"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40⁴. ინტერესთა კონფლიქტი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 40⁴ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-4

1. (ამოღებულია - 15.01.2024, №4167) .

2. დაუშვებელია პატენტის გაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვისას სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.

3. დაუშვებელია, წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში მუშაობდა საქპატენტის იმ დეპარტამენტში, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის არის პასუხისმგებელი. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/41.md
