---
title: "მუხლი 40. პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "40"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. პატენტის რეგისტრაცია, პატენტის გამოქვეყნება და საპატენტო სიგელის გაცემა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 40 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40

1. საქპატენტს პატენტის შესახებ მონაცემები შეაქვს რეესტრში და აქვეყნებს ბიულე­ტენში, ხოლო პატენტის აღწერილობას აქვეყნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით და გასცემს საპატენტო სიგელს პატენტის აღწერილობასთან ერთად, თუ არსე­ბობს:
ა) საქპატენტის დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე;
ბ) ამ კანონის 40 3 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ.

2. საპატენტო სიგელის ფორმას და რეესტრში შესატან პატენტის შესახებ მონაცემებს ადგენს საქპატენტი.

3. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის საჯარო მონაცემებს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/40-1.md
