---
title: "მუხლი 54. პატენტის გაუქმება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/54"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "54"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. პატენტის გაუქმება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 54 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/54

1. პატენტს აუქმებს საქპატენტი:
ა) პატენტის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) პატენტის მფლობელის მიერ პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .

2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაუქმებული პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის ვადის გასვლიდან 6 თვეში გადაიხდის მომდევნო წლით პატენტის ძალის შენარჩუნების საფასურს. აღნიშნული ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასაშვებია შეწყვეტილი პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი გადაიხდის პატენტის მოქმედების აღდგენისა და ძალის შენარჩუნების საფასურს.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის დღისათვის გადახდილი არ არის მომდევნო წლით პატენტის ძალის შენარჩუნების საფასური, პატენტი გაუქმებულად მიიჩნევა პატენტის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან.

4. ინფორმაცია პატენტის გაუქმებისა და მისი მოქმედების აღდგენის შესახებ შეიტანება რეესტრში.

5. პატენტის მოქმედება აღდგენილად მიიჩნევა აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/55.md
