---
title: "მუხლი 55. შემდგომ სარგებლობის უფლება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/55"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "55"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. შემდგომ სარგებლობის უფლება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 55 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/55

ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის მოქმედების შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე კეთილსინდისიერად გამოიყენა ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები იმ გამოგონების გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანია, უფლება აქვს, განაგრძოს მისი გამოყენება მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საწარმოსთან ერთად (შემდგომსარგებლობის უფლება).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/56.md
