---
title: "მუხლი 57. პატენტის ბათილად ცნობა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/57"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "57"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. პატენტის ბათილად ცნობა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 57 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/57

1. სასამართლო საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს ან ვალიდირებულ ევროპულ პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს, თუ დადგინდა, რომ:
ა) პატენტის საგანი პატენტუნარიანი არ არის;
ბ) პატენტი გამოგონებას არ აღწერს ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც, ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გამოგონებად არ მიიჩნევა;
დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც, ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, პატენტი არ გაიცემა;
ე) პატენტის საგანი სცდება შეტანილი განაცხადის შინაარსის ფარგლებს, ან პატენტი გაცემულია გამოყოფილი განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცდება შეტანილი პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ვ) პატენტის მფლობელს არ ჰქონდა პატენტის მიღების უფლება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად;
ზ) პატენტით განსაზღვრული დაცვის ფარგლები გაფართოვდა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პატენტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირმა შეიძლება პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად პატენტის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

2¹. საქპატენტი პატენტს სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობს:
ა) პატენტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) ამ კანონის 42 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე;
გ) ამ კანონის 68 5 მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, თუ დადგინდა, რომ სასარგებლო მოდელი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 71 1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს.

3. პატენტის სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ ინფორმაცია შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/58.md
