---
title: "მუხლი 60. ღია ლიცენზირება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/60"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "60"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. ღია ლიცენზირება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 60 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/60

1. პატენტის მფლობელს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი, თუ პატენტზე არ არის გაცემული ექსკლუზიური კერძო ლიცენზია.

2. ღია ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ არაექსკლუზიური.

3. ღია ლიცენზირების რეჟიმი უფლებას აძლევს ნებისმიერ პირს, გამოიყენოს პატენტი ღია ლიცენზირების რეჟიმით დადგენილი პირობებით.

4. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადებისას კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური ორჯერ მცირდება.

5. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადების შესახებ უნდა ეცნობოს საქპატენტს, რომელიც შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში და მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.

6. პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს საქპატენტს ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმება გავლენას არ ახდენს გაცემულ ღია ლიცენზიებზე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/60-1.md
