---
title: "მუხლი 62². პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადების ფორმა და წესი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/62-2"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "62^2"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62². პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადების ფორმა და წესი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 62² (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/62-2

1. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს გირავნობის ხელშეკრულების ბათილობას.

2. დაუშვებელია პატენტის დაგირავება ერთდროულად რამდენიმე პირის სასარგებლოდ.

3. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირდება საქპატენტში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/62-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/62-3.md
