---
title: "მუხლი 62⁵. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/62-5"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "62^5"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62⁵. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 62⁵ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/62-5

1. მოგირავნის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დაგირავებული პატენტის აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად დაადგინოს დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი.

2. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი უქმდება, როცა კრედიტორი დაკმაყოფილებულია, ან აშკარაა, რომ ამ რეჟიმით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.

3. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმის განმავლობაში გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება ამ რეჟიმის გაუქმების შემდეგაც.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი IX. (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/62-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/63.md
