---
title: "მუხლი 68¹. სასამართლოსადმი მიმართვა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/68-1"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "68^1"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68¹. სასამართლოსადმი მიმართვა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 68¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/68-1

1. პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევად მიიჩნევა ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევა, რომელიც იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

2. პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებულ საპატენტო დავაში საქპატენტი, როგორც მხარე, არ მონაწილეობს.

3. განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას შესაძლებელია დადგეს დამრღვევის სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/68-2.md
