---
title: "მუხლი 7. დასაიდუმლოებული გამოგონება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/7"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "7"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. დასაიდუმლოებული გამოგონება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 7 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/7

1. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე დასაიდუმლოებულ გამოგონებაზე საპატენტო განაცხადსა და პატენტს საქპატენტი გამოაქვეყნებს მხოლოდ გამოგონების განსაიდუმლოების შემდეგ, ამ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. გამოგონების დასაიდუმლოება დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება ამ პუნქტით დადგენილი ვადით რამდენჯერმე გაგრძელდეს.

3. გამოგონების დასაიდუმლოების შემთხვევაში გამომგონებელს ეძლევა სათანადო კომპენსაცია, რომლის ოდენობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება შესაბა­მისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
თავი II. „საქპატენტი“

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/8.md
