---
title: "მუხლი 71¹. „სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/71-1"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "71^1"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71¹. „სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმები — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 71¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/71-1

1. სასარგებლო მოდელი, რომელსაც აქვს გამოგონებაზე ნაკლები საგამომგონებლო დონე და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, დაცვისუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს სასარგებლო მოდელის დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.

2. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ ის არ მიეკუთვნება ტექნიკის დონეს.

3. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის ტექნიკის შესაბამის დარგში გათვითცნობიერებული პირისთვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.

4. სასარგებლო მოდელს აქვს სამრეწველო გამოყენებადობა, თუ შესაძლებელია მისი მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში დამზადება ან გამოყენება.

4¹. სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებისას საქპატენტი ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გარდა საგამომგონებლო დონის შეფასებისა.

5. სასარგებლო მოდელის მოწმობის მოქმედების ვადაა 10 წელი განაცხადის შეტანის თარიღიდან.

6. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები.

6¹. ამ კანონით გამოგონების შექმნისთვის, ექსპერტიზისთვის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისთვის დადგენილ სათანადო ნორმებში სასარგებლო მოდელთან მიმართებით გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტერმინი − „სასარგებლო მოდელი“, „სასარგებლო მოდელის მოწმობა“.

7. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .

8. (ამოღებულია - 16.05.2023, №2883) .

9. სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/71.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/71-2.md
