---
title: "მუხლი 72. საერთაშორისო განაცხადი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/72"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "72"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72. საერთაშორისო განაცხადი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 72 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/72

1. ამ თავის წესები გამოიყენება იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელიც საქპატენტში წარდგენილია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად.

2. საერთაშორისო განაცხადზე საქპატენტი საქმეს აწარმოებს საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/71-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/73.md
