---
title: "მუხლი 73. საერთაშორისო განაცხადის სტატუსი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/73"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "73"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. საერთაშორისო განაცხადის სტატუსი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 73 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/73

1. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია საქპატენტში შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება, როგორც ეროვნული განაცხადი.

2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ საერთაშორისო განაცხადი ამ კანონის 75 1 მუხლის შესაბამისად საქპატენტის მიერ ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/74.md
