---
title: "მუხლი 74. საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმღები უწყება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/74"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "74"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმღები უწყება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 74 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/74

1. საქართველოს მოქალაქეთათვის ან საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირთათვის საქპატენტი მოქმედებს როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღები უწყება“.

2. საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. ამასთანავე, უფლებამოსილ საერთაშორისო ორგანიზაციებში ან უწყებებში გადაგზავნის საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში საერთაშორისო განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

3. საერთაშორისო განაცხადის ქართულ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს მისი თარგმანი ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/75.md
