---
title: "მუხლი 75. საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“ — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/75"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "75"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. საქპატენტი, როგორც საერთაშორისო განაცხადის მიმართ „აღნიშნული უწყება“ ან „არჩეული უწყება“ — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 75 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/75

1. საქპატენტი მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“, იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო.

2. იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, საქპატენტი მოქმედებს როგორც „არჩეული უწყება“, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2883 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/75-1.md
