---
title: "მუხლი 76. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/76"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "76"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 76 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/76

1. განაცხადზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საპატენტო ექსპერტიზა, საქმის წარმოება, პატენტის გაცემის ჩათვლით, გაგრძელდეს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №302 დადგენილებისა და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ 1992 წლის 15 მარტის №303 დადგენილების შესაბამისად.

2. განაცხადზე, რომელიც საქპატენტში წარდგენილია ყოფილი სსრ კავშირის მიერ გაცემული გამოგონების საავტორო მოწმობის საფუძველზე, დასაშვებია საქართველოს პატენტის გაცემა, თუ საქპატენტში მისი წარდგენის თარიღისათვის გასული არ არის 20 წელი გამოგონებაზე განაცხადის სსრ კავშირის უწყებაში წარდგენის თარიღიდან.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XIV. დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/75-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/77.md
