---
title: "მუხლი 77. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/77"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "77"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 77 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/77

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად, გარდამავალი დებულებების გათ­ვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვა­ლოს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბ­ლი­კის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის # 302 და 1992 წლის 15 მარ­ტის # 303 დადგენილებები.

2¹. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულება „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულების თაობაზე.

3. (ამოღებულია).

4. საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს „საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 16 ოქტომბრის №451 ბრძანებულების ამ კანონთან შესაბამისობა.

5. საქპატენტმა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) (ამოღებულია);
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები.

6. საქპატენტმა გამოსცეს დებულება პატენტრწმუნებულის შესახებ.

7. საქპატენტის თავმჯდომარემ გამოსცეს ინსტრუქცია „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი №3741 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.381

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/78.md
