---
title: "მუხლი 8¹. ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/8-1"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "8^1"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8¹. ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 8¹ (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/8-1

1. საქპატენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტები.

2. საქპატენტის თავმჯდომარის ნორმატიული აქტია საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება.

3. საქპატენტის თავმჯდომარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 2 6 ოქტომბრის კანონი №3741 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.381

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/9.md
