---
title: "მუხლი 8. საქპატენტი — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/8"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "8"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საქპატენტი — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 8 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/8

1. საქპატენტის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქპატენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება 4 წლის ვადით.

4. საქპატენტზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.

5. საქპატენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.

6. საქპატენტი უფლებამოსილია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1257 – ვებგვერდი, 01.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3968 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4167 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/8-1.md
