---
title: "მუხლი 9. სააპელაციო პალატა — საქართველოს საპატენტო კანონი"
url: "https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/9"
law: "საქართველოს საპატენტო კანონი"
article: "9"
identifier: "matsne 11470"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2026-10-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სააპელაციო პალატა — საქართველოს საპატენტო კანონი

> Text consolidated as of 2026-10-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საპატენტო კანონი, მუხლი 9 (consolidated as of 2026-10-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/9

1. საქპატენტთან არსებობს სააპელაციო პალატა, რომელიც იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებს.

2. სააპელაციო პალატის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/8-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11470-sakartvelos-sapatento-kanoni/10.md
