---
title: "მუხლი 22. საფასური — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/22"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "22"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. საფასური — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/22

განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის, პრიორიტეტის მოთხოვნისთვის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის, ცვლილებების რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, მოწმობის გაცემისთვის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემისთვის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერებისთვის, აღდგენისა და გაგრძელებისთვის, სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის, დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანებისა და სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/23.md
