---
title: "მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/3"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "3"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/3

1. სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან/და მომსახურებისგან (შემდგომ – საქონელი) განასხვაოს.

2. სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა შეიძლება იყოს სიტყვა (სიტყვები), სახელი (სახელები), ასო (ასოები), ციფრი (ციფრები), ბგერა (ბგერები), გამოსახულება, ფერი (ფერები), საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა.

3. სასაქონლო ნიშანი დაცულია მისი საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/4.md
