---
title: "მუხლი 33. კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ექსპერტიზა — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/33"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "33"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ექსპერტიზა — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/33

კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზის დროს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად დგინდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, აგრეთვე 32-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, ექსპერტიზა არ გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციაზე, თუ განმცხადებელი შეასწორებს კოლექტიური ნიშნის დებულებას ისე, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იარსებებს. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/34.md
