---
title: "მუხლი 38¹. სასერტიფიკაციო ნიშანი — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-1"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "38^1"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38¹. სასერტიფიკაციო ნიშანი — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 38¹ (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-1

1. სასერტიფიკაციო ნიშანი არის სასაქონლო ნიშნის სახე, რომელიც სერტიფიცირებულ საქონელს განასხვავებს არასერტიფიცირებული საქონლისგან საქონლის მასალის, წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის ან სხვა მახასიათებლის (გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა) მიხედვით.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი), თუ მისი საქმიანობა დაკავშირებული არ არის იმ საქონლის წარმოებასთან ან მიწოდებასთან, რომლისთვისაც მოითხოვება სასერტიფიკაციო ნიშნის დაცვა.

3. სასერტიფიკაციო ნიშანზე სრულად ვრცელდება ამ კანონით სასაქონლო ნიშნისთვის დადგენილი მოთხოვნები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-10.md
