---
title: "მუხლი 38². სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-2"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "38^2"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38². სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 38² (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-2

1. განმცხადებელი ვალდებულია სასერტიფიკაციო ნიშნის განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა საქპატენტს წარუდგინოს სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება უნდა განსაზღვრავდეს სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირებს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობებს, შესაბამის საქონელს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოსაყენებლად საჭირო პირობების შემოწმებისა და მისი გამოყენების მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობების დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებს. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-3.md
