---
title: "მუხლი 38³. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-3"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "38^3"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38³. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 38³ (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-3

1. ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასერტიფიკაციო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ: ა) სასერტიფიკაციო ნიშნის განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 38 1 და 38 2 მუხლების მოთხოვნებს; ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს; გ) შესაძლებელია, რომ სასერტიფიკაციო ნიშანმა მომხმარებელს მისი მნიშვნელობის ან შინაარსის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-4.md
