---
title: "მუხლი 38⁸. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დაცვა — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-8"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "38^8"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38⁸. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დაცვა — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 38⁸ (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-8

1. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დარღვევისას სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირების სახელით მოითხოვოს სასერტიფიკაციო ნიშნის უნებართვო გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-9.md
