---
title: "მუხლი 38⁹. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-9"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "38^9"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38⁹. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 38⁹ (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-9

ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასამართლო აუქმებს სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციას, თუ: ა) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ამ კანონის 38 1­ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს; ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი არ იღებს შესაბამის ზომებს, რათა სასერტიფიკაციო ნიშანი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით განსაზღვრული სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობების დაცვით იქნეს გამოყენებული; გ) სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის; დ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება ამ კანონის 38 6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში არ შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება აღნიშნული საფუძველი. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/39.md
