---
title: "მუხლი 38. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლების გამო — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "38"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლების გამო — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38

ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი, თუ ის რეგისტრირებული იყო ამ კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. თუ ბათილად ცნობის საფუძველია კოლექტიური ნიშნის დებულება, ის ბათილად აღარ იქნება ცნობილი, თუ კოლექტიური ნიშნის მფლობელი 2 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ ცვლილების შეტანის აუცილებლობის შესახებ, შეასწორებს დებულებას ისე, რომ ბათილად ცნობის საფუძველი აღარ იარსებებს. თავი V 1 . სასერტიფიკაციო ნიშანი საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-1.md
