---
title: "მუხლი 39. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/39"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "39"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/39

1. ეს კანონი ვრცელდება იმ სასაქონლო ნიშნებზე, რომელთა დაცვა მოითხოვება მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით, თუ ამ ოქმით ან კანონის ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად შეტანილ უნდა იქნეს „საქპატენტში“.

3. განაცხადს უნდა დაერთოს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული ჩამონათვლის თარგმანი ინგლისურ ენაზე. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/38-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/40.md
