---
title: "მუხლი 40. ჩანაწერი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/40"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "40"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ჩანაწერი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/40

1. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება განაცხადის მონაცემებში.

2. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში.

3. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის „საქპატენტში“ რეგისტრაციის შემდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/41.md
