---
title: "მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/41"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "41"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/41

1. იმ სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით (შემდგომ – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა და მოწმდება საქონლის ჩამონათვალის ამ კანონის 11 1 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის მიმართ ამ კანონის I–V 1 თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „დაცვა“. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3 საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/42.md
