---
title: "მუხლი 45¹. რეგისტრირებული, კონფლიქტის მქონე სასაქონლო ნიშნების ურთიერთობა — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/45-1"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "45^1"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45¹. რეგისტრირებული, კონფლიქტის მქონე სასაქონლო ნიშნების ურთიერთობა — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 45¹ (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/45-1

1. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევისას სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, თუ ამ კანონის 28-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9 ან მე-11 პუნქტის საფუძველზე დაუშვებელია უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელს სასაქონლო ნიშნის გამოყენება აუკრძალოს. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. თავი VIII . გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/46.md
