---
title: "მუხლი 9. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე — სასაქონლო ნიშნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/9"
law: "სასაქონლო ნიშნების შესახებ"
article: "9"
identifier: "1795"
adopted: "1999-02-05"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე — სასაქონლო ნიშნების შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სასაქონლო ნიშნების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/9

1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

2. განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე.

3. (ამოღებულია).

4. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს.

5. განაცხადი შეიცავს: ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ; ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს; გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას; დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც „საქპატენტს“ წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში; ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ; ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.

6. განაცხადის ექსპერტიზისათვის აუცილებელი სხვა მონაცემებისა და საბუთების ნუსხა, მისი წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/11482-sasakonlo-nishnebis-shesakheb/10.md
