---
title: "მუხლი 3. ვირტუალური ზონის პირის შეღავათები — საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1152405-sainpormatsio-teknologiuri-zonebis-shesakheb/3"
law: "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1152405"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2012-03-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ვირტუალური ზონის პირის შეღავათები — საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2012-03-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2012-03-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1152405-sainpormatsio-teknologiuri-zonebis-shesakheb/3

1. ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

2. არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების:
ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;
გ
)
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.

3.ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯები გამოიქვითება ერთობლივ შემოსავალში საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.
საქართველოს
2012 წლის 27 მარტის კანონი №5969 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1152405-sainpormatsio-teknologiuri-zonebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1152405-sainpormatsio-teknologiuri-zonebis-shesakheb/4.md
