---
title: "მუხლი 5. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭება — საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1152405-sainpormatsio-teknologiuri-zonebis-shesakheb/5"
law: "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1152405"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2012-03-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭება — საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2012-03-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2012-03-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1152405-sainpormatsio-teknologiuri-zonebis-shesakheb/5

1. ვირტუალური ზონის პირის სტატუსს დაინტერესებულ პირს ანიჭებს
საქართველოს მთავრობის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.

2. დაინტერესებულ პირს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ენიჭება სტატუსის მინიჭებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი გაიცემა სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1152405-sainpormatsio-teknologiuri-zonebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1152405-sainpormatsio-teknologiuri-zonebis-shesakheb/6.md
