---
title: "მუხლი 10¹. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები — თამბაქოს კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/10-1"
law: "თამბაქოს კონტროლის შესახებ"
article: "10^1"
identifier: "4059-რს"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2025-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10¹. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები — თამბაქოს კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამბაქოს კონტროლის შესახებ, მუხლი 10¹ (consolidated as of 2025-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/10-1

1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას , გაუქმებას , მასში ცვლილების შეტანას , უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ( შემდგომ − შემოსავლების სამსახური ).

2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით.

3. აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.

4. აკრძალულია სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიგარისა და სიგარილისა, აგრეთვე სასმლისა.

5. აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის შეშვება.

6. სიგარაბარის მესაკუთრე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია.

7. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურისთვის წარსადგენ განცხადებას , „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის 25- ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა , უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია : ა ) შესაბამისი დაწესებულების ( მეწარმე სუბიექტის ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ; ბ ) დოკუმენტები , რომლებითაც დასტურდება , რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში , შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით , ექნება ცალკე შესასვლელი , სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა - ნაგებობაში ; გ ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე ; დ ) ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ე ) ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის ( დასაქმებულებისთვის ) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე .

8. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №596 – ვებგვერდი, 29.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/10-2.md
