---
title: "მუხლი 10². პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის — თამბაქოს კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/10-2"
law: "თამბაქოს კონტროლის შესახებ"
article: "10^2"
identifier: "4059-რს"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2025-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10². პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის — თამბაქოს კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამბაქოს კონტროლის შესახებ, მუხლი 10² (consolidated as of 2025-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/10-2

1. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით.

2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.

4. თუ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდის მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ. ამ ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს .

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ხოლო სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3956 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/10-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/11.md
