---
title: "მუხლი 2. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები — თამბაქოს კონტროლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/2"
law: "თამბაქოს კონტროლის შესახებ"
article: "2"
identifier: "4059-რს"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2025-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. თამბაქოს კონტროლის ძირითადი პრინციპები — თამბაქოს კონტროლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თამბაქოს კონტროლის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/2

საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) თამბაქოს ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად აღიარებას; ბ) არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას; გ) თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას და თამბაქოს ნაწარმის თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობას; დ) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას; ე) (ამოღებულია - 17.05.2017, №859). ვ) თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს; ზ) თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და ამ ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირებას; თ) თამბაქოს ნაწარმის დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას; ი) არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის, აღიარებას; კ)  თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში საზოგადოების მონაწილეობას; ლ) თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლების აღიარებას; მ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას; ნ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესის თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ჩარევისაგან დაცვას, აგრეთვე თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან სახელმწიფოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით ურთიერთობას; ო) თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტის, თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერების და თამბაქოს შეფუთვის კონტროლს; პ) თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ქმედებების საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ ნორმებთან შესაბამისობის მიუხედავად, მათი სისხლისსამართლებრივი ან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების შეუძლებლობას ამგვარი პასუხისმგებლობისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში; ჟ) კანონით დაშვებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას ამ კანონის მიზნის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანი ზაციის ჩარჩო კონვენციის ამოცანებისა და პრინციპების შესრულებისთვის. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №859 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160150-tambakos-kontrolis-shesakheb/3.md
