---
title: "მუხლი 2 — „მიწების მელიორაციის შესახებ\" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1160424-miwebis-melioratsiis-shesakheb-sakartvelos-kanonis-dzaladakargulad-gam/2"
law: "„მიწების მელიორაციის შესახებ\" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე"
article: "2"
identifier: "matsne 1160424"
adopted: "2010-12-17"
consolidated_as_of: "2010-12-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — „მიწების მელიორაციის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-12-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „მიწების მელიორაციის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, მუხლი 2 (consolidated as of 2010-12-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160424-miwebis-melioratsiis-shesakheb-sakartvelos-kanonis-dzaladakargulad-gam/2

1. 2011 წლის 4 თებერვლამდე ლიკვიდირებულ იქნეს „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამელიორაციო ასოციაციები და საძოვრების გაწყლოვანების სისტემათა ასოციაციები (შემდგომში – ასოციაციები).

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ ასოციაციების ლიკვიდაციის პროცესის წარმართვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ასოციაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემა.

3. 2014 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გათავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან.

4. 2011 წლის 4 თებერვლამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ გაწეული სამელიორაციო მომსახურებისათვის ტარიფების დადგენა.

5. ასოციაციების წევრები სოლიდარულად აგებენ პასუხს ასოციაციის ვალდებულებებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160424-miwebis-melioratsiis-shesakheb-sakartvelos-kanonis-dzaladakargulad-gam/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160424-miwebis-melioratsiis-shesakheb-sakartvelos-kanonis-dzaladakargulad-gam/3.md
