---
title: "მუხლი 1 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/1"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/1

1. ეს კანონი აწესრიგებს ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების სამართლებრივ დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და მცენარეთა ყველა ახალ გვარსა და სახეობაზე.

2. აკრძალულია გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენება სანაშენე მეცხოველეობასა და მცენარეულ გასამრავლებელ მასალაში.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/2.md
