---
title: "მუხლი 11 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/11"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/11

1. ცხოველის ჯიშს აქვს სიახლე, თუ განაცხადის შეტანის დღისათვის ამ ჯიშის სანაშენე ცხოველი ან სანაშენე მასალა სელექციონერის მიერ ან მისი თანხმობით არ გასხვისებულა გამოყენებისათვის ან/და სხვა გზით არ გადასცემია მესამე პირს.

2. ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ ჯიშისაგან წარმოებულ სანაშენე ცხოველს ან სანაშენე მასალას სხვა პირი გამოიყენებს: ა) სელექციონერისათვის ზიანის მიყენების მიზნით; ბ) ცხოველის ჯიშის საკონკურსო ან საწარმოო გამოცდის ჩასატარებლად; გ) ცხოველის ჯიშის გასავრცელებლად დაშვების, ხარისხის დადგენის ან სხვა სახის შემოწმების ჩატარების მიზნით.

3. ცხოველის ჯიშის სიახლეზე გავლენას არ მოახდენს, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ნამეტი პროდუქტი გამოიყენება ცხოველის ჯიშისაგან წარმოებულ პროდუქტად აღიარების გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/12.md
