---
title: "მუხლი 13 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/13"
law: "ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 1160635"
adopted: "2010-12-15"
consolidated_as_of: "2022-10-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

> Text consolidated as of 2022-10-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2022-10-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/13

ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიში ითვლება განსხვავებულად, თუ იგი ნათლად განირჩევა სხვა ჯიშისაგან, რომლის არსებობაც „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის დღისათვის საყოველთაოდ ცნობილია; კერძოდ, განაცხადის შეტანა სელექციონერის უფლების მისანიჭებლად ან ჯიშის ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან კატალოგში შესატანად ნებისმიერ ქვეყანაში ჯიშს ხდის საყოველთაოდ ცნობილად განაცხადის შეტანის დღიდან, თუ განაცხადის შეტანის შედეგად მინიჭებულია სელექციონერის უფლება ან თუ ჯიში შეტანილია ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან კატალოგში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1160635-tskhovelta-da-mtsenareta-akhali-jishebis-shesakheb/14.md
